10 დაღუპული და 35 დაშავებული – რუსეთმა გასულ ღამეს ხარკოვსა და ზაპოროჟიეს შეუტია

რუსებმა ღამით დრონები დაარტყეს ხარკოვსა და ზაპოროჟიეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი, ხოლო დაშავებულია – 35.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვის ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში 4 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები