ანტონიო გუტერეში: ღაზაში ომის დაწყებიდან 196 ჰუმანიტარული მუშაკი დაიღუპა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში 196 ჰუმანიტარული მუშაკი დაიღუპა და ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რატომ მოკლეს ისინი, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეში ღაზაში დაღუპული უდანაშაულო ადამიანების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

„ისრაელის მთავრობამ შეცდომები აღიარა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არ არის, თუ ვინ დაუშვა შეცდომა, ეს სამხედრო სტრატეგია და პროცედურებია, რომლებიც შეცდომებს დროდადრო ამრავლებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების „სწრაფად და ეფექტურად“ შესვლას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები