„მხარს არ დაგიჭერთ“ – ბაიდენის ულტიმატუმი ნეთანიაჰუს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ თუ ისრაელი ღაზაში კურსს არ შეცვლის, შეერთებული შტატები მას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია რა მოჰყვება აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვას და არ უხსენებია ისრაელისათვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა, მათი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული გუშინდელი სატელეფონო საუბარი ყველაზე ხისტი იყო – როგორც ტონით, ასევე არსებითად – ომის დაწყების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები