ანალენა ბერბოკი: ღაზის მოსახლეობას დახმარების ყველა პაკეტი სჭირდება

BERLIN, GERMANY - JANUARY 30: German Foreign Minister Annalena Baerbock speaks to the media during talks with Polish Foreign Minister Radoslaw Sikorski at the Foreign Ministry on January 30, 2024 in Berlin, Germany. The two leaders discussed, among other issues, European military aid to Ukraine. (Photo by Sean Gallup/Getty Images)

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, რომ სწრაფად განახორციელოს თავისი გეგმები ერეზის სახმელეთო გადასასვლელისა და აშდოდის პორტის გახსნასთან დაკავშირებით, რათა ღაზას უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს.

„ღაზის მოსახლეობას ახლა სჭირდება დახმარების ყველა პაკეტი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ერეზის სასაზღვრო პუნქტისა და აშდოდის პორტის გახსნაზე დახმარების მიწოდებისთვის. ჩვენ ველით, რომ ისრაელის მთავრობა სწრაფად განახორციელებს თავის განცხადებებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც CNN-ი იუწყება, სავარაუდოდ, ორივე გადასასვლელი მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიხსნება. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში მოუწოდა, რომ ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები