ილჰამ ალიევი: სამხრეთ კავკასიისთვის კიდევ ერთი საფრთხის წყარო იქმნება

სამხრეთ კავკასიისთვის კიდევ ერთი საფრთხის წყარო იქმნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაური შეეხო დღეს ბრიუსელში აშშ-ს, ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას.

„ეს კიდევ ერთ საფრთხის წყაროს ქმნის სამხრეთ კავკასიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნები მათი ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრებში ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ ეს შეხვედრა [სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში აშშ-ის, ევროკავშირისა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის] აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. თუმცა ვიცით, რომ ეს მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ. ეს მიზნად ისახავს გამყოფი ხაზების შექმნას და ჩვენი ქვეყნის იზოლირებას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს ანტიაზერბაიჯანულმა განცხადებებმა და სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები