რუსეთის მიერ 2022 წელს ოკუპირებულ მარიუპოლს, სულ მცირე, ორი გერმანული კომპანია სამშენებლო მასალებს აწვდის.
ამის შესახებ ტელეკომპანია ARD-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩანს.
ჟურნალისტების ცნობით, უკრაინულ ქალაქში სამშენებლო ობიექტზე Knauf-ის მიერ წარმოებული ცემენტი გამოიყენება, რომელიც რუსეთში მუშაობას განაგრძობს.
გარდა ამისა, მარიუპოლში აღმოჩენილია კომპანია WKB Systems-ის ბეტონის ბლოკები.
არცერთ კომპანიაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.