WP: ვაშინგტონი აფრთხილებდა მოსკოვს, რომ ტერაქტი “კროკუს სითი ჰოლში” იყო მოსალოდნელი

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ტერაქტი სწორედ “კროკუს სითი ჰოლში” იყო მოსალოდნელი.

ამის შესახებ The Washington Post-ი ამერიკის სამთავრობო წრეებში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ აპრილს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ FSB-მ მიიღო “გარკვეული ინფორმაცია”, მაგრამ “ინფორმაცია ძალიან ზოგადი იყო და არ გვაძლევდა საშუალებას, სრულად გამოგვევლინა ყველა ის პირი, ვინც ამ საშინელ დანაშაულში მონაწილეობდა”.

თუმცა, Washington Post-ის წყაროები ამბობენ, რომ ინფორმაცია რუსეთისთვის 6 მარტს იყო გადაცემული. მეორე დღეს მოსკოვში აშშ-ის საელჩომ თავისი მოქალაქეები თავდასხმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. გაფრთხილებაში თავდასხმის სავარაუდო სამიზნედ „კონცერტები“ სახელდებოდა.

აღნიშნულია, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაციას მტრულ სახელმწიფოებსაც უზიარებენ. ასე მოხდა, მაგალითად, ირანის შემთხვევაში, რომელიც გააფრთხილეს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ქერმანში იანვარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები