სტამბოლში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა
სტამბოლში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ექრემ იმამოღლუმ განაცხადა.
ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.