ავსტრიის კანცლერი: ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს
ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს.
მისივე თქმით, ქვეყანამ რუსი ჯაშუშების ქსელები, რომლებიც საფრთხეს ქმნის – თავიდან უნდა აიცილოს.
“ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის სერიოზული ბრალდებებით მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად.
ერთი მხრივ, ამ ბრალდებებს სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. მეორე მხრივ, საჭიროა რესპუბლიკის უსაფრთხოების სიტუაციის შეფასება და დაზუსტება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რუსი ჯაშუშების ქსელები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ პარტიებსა და ქსელებში შეღწევით ან ინსტრუმენტალიზაციით“, – აღნიშნა ნეჰამერიმ.
ცნობისთვის, ვენის სისხლის სამართლის სასამართლომ ეგისტო ოტის 14-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვენის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებების შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ განაცხადა, რომ ბრალდებები დაკავშირებულია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან და ავსტრიისთვის საზიანოა.