ომბუდსმენის ანგარიში: გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო – ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საგულისხმოა თავად ბავშვებისა თუ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება

“გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო, უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.

სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალური ინფორმაციაა შესული საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის, რელიგიური, ეთიკური, ლგბტიქ+, შშმ პირთა, ხანდაზმულთა, არასრულწლოვანთა, დევნილთა, ლტოლვილთა და სხვათა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

“ბავშვთა მიერ სწავლის მიტოვების და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საგულისხმოა თავად ბავშვებისა თუ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ბავშვთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო, უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა. გრძელვადიანი განსახლების მიზნებისთვის საბინაო ფონდისა თუ სოციალური საცხოვრისის უქონლობა და გადატვირთულობა. განსაკუთრებულად ყურადსაღებია ოზურგეთის ქუთაისის, გორის, თბილისის (ორხევის) საცხოვრისებში არსებული პირობები.

რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, საგულისხმოა, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა არც პოლიტიკის დოკუმენტების და არც საკანონმდებლო რეგულირების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალური ინფორმაციაა შესული საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის, რელიგიური, ეთიკური, ლგბტიქ+, შშმ პირთა, ხანდაზმულთა, არასრულწლოვანთა, დევნილთა, ლტოლვილთა და სხვათა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4849 განცხადება შევიდა; ცხელი ხაზზე დაფიქსირდა 17567 ზარი. გაიმართა დახურული დაწესებულებების ათეულობით მონიტორინგი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან და თემატურ ჯგუფებთან.

ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად შესაბამის უწყებებს გაეგზავნა 79 რეკომენდაცია/წინადადება; მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის”,- წერია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები