სურამში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა

სურამში სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ლითონის ჯებირს შეეჯახა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიყვანეს.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები