„მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტი გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ – გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გაიმარჯვა ა(ა)იპ „საზოგადოება აფხაზური სახლის“ მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, რომლის ფარგლებშიც აფხაზურ ენაზე ითარგმნება და ერთ წიგნად გამოიცემა გურამ ოდიშარიას რომანი „სათვალიანი ბომბი“ და დოკუმენტურ-მხატვრული მოთხრობა „დევნილთა უღელტეხილი“.
„ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტრომ მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა და მისი ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენდა. კონკურსი 2022 წლიდან ცხადდება და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობის აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმნის გზით.
წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში კულტურის სამინისტროს 4-მა განმცხადებელმა მომართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.