ირაკლი კობახიძე – შარშან 1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას, ამ კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები, ზოგადად, რაც შეეხება დემოგრაფიას, არის ერთადერთი მსხვილი სფერო, სადაც გვაქვს უარყოფითი ტენდენციები და მაჩვენებლები არ არის სახარბიელო, თუმცა შარშან გვქონდა დამაიმედებელი სტატისტიკა – პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ ისე, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი სხვაობა არ იყო, საუბარია 1000 მოქალაქეზე, თუმცა ასეთი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

„1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აუმჯობესებს დემოგრაფიულ ტენდენციებს, შესაბამისად, იმედი გვაქვს, მომდევნო წლების განმავლობაში ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები