რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა.

ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მაშველები ზვავში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ, 28 მარტს ჩამოიშალა და ზვავში ერთი ადამიანი მოიყოლა. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები