ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, თოვლის მასაში მოყოლილი პირის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა

ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, თოვლის მასაში მოყოლილი პირის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვეტილია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ძებნა-შველის ოპერაცია შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა. ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები