ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოინგრა (ვიდეო)

აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რასაც შედეგად ხიდის ჩამონგრევა მოჰყვა.

„ბიბისის” ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა.

როგორც ბალტიმორის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები