ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს – 11 მოქალაქეა დაშავებული
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით იერიში მიკოლაევსა და ოდესაზე მიიტანეს. ძირითადი ზიანი ენერგეტიკულ ობიექტებს მიადგა.
ოდესაში დაზიანებულია ორი ქვესადგური, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
მიკოლაევში კი დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტი და კერძო სახლი, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ჩამოგდებულია სულ 4 დრონი, თუმცა, არის დარტყმაც, “მიკოლაევში ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა სწრაფად ჩააქრეს“.
რაც შეეხება კერძო სახლს – დაშავებულია 11 ადამიანი, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია.