როგორ ტარდება ეგზორციზმი

სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ეგზორციზმი, რელიგიისა და მეცნიერების თვალსაზრისით და რით განსხვავდება შეპყრობილი ადამიანი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანისგან. ახლა კი უშუალოდ ეგზორციზმის რიტუალის შესახებ მოგიყვებით.


როგორ ტარდება რიტუალი

რიტუალის ჩასატარებლად შეპყრობილს ათავსებენ იზოლირებულ ოთახში, სადაც მინიმალური რაოდენობის ავეჯია. მას „აფიქსირებენ“, მაგალითად, საწოლზე და მღვდელი-ეგზორცისტი რიტუალის ჩატარებას იწყებს, რომელიც მოიცავს:

ავი სულების სახელებისა და ადამიანის სხეულში მათი მოხვედრის გზის დადგენას;

ლოცვების წაკითხვას;

ნაკურთხი წყლის შეპკურებას;

წმინდა წერილების შეხებას.

ავი სულები ხშირად ასახელებენ საკუთარ სახელს და იწყებენ ეგზორცისტების შეურაცხყოფას, შეურაცხყოფენ, ასევე, ღმერთს, იფურთხებიან და ა.შ. ეგზორცისტი დაჟინებით ითხოვს, რომ ავმა სულმა ადამიანის სხეული დატოვოს.

ჩაგონება ცხადში – როგორ ხდება ეს

თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა შედგება ცნობიერისგან და ქვეცნობიერისგან:

ცნობიერი კრიტიკულად აფასებს ყველანაირ შემომავალ ინფორმაციას;

ქვეცნობიერი ან არაცნობიერი, იღებს ნებისმიერ ინფორმაციას კრიტიკული შეფასების გარეშე.

ცნობიერი „უფროსი ძმასავითაა“ და არ უშვებს ქვეცნობიერში გადაუმოწმებელ ინფორმაციას. იმისთვის, რომ ქვეცნობიერში ინფორმაცია შევიდეს, ცნობიერს ყურადღება უნდა გადავატანინოთ. ზუსტად ეს ხდება ხანგრძლივი ლოცვების და ქადაგების დროს: ცნობიერი ბურუსშია და გონებაში ქვეცნობიერის დონეზე შედის ინფორმაცია დემონური არსებების შესახებ. დემონური ძალების განდევნის რიტუალიც იგივე პრინციპით მიმდინარეობს: ლოცვების ხანგრძლივი კითხვა ადუნებს გონებას, ხოლო შემდეგ მოულოდნელად გონებაში „შეჰყავთ“ ბრძანება უწმინდური სულის განდევნის შესახებ. რიტუალის განმტკიცების მიზნით, განკურნებულის ღმერთისადმი მიმართვა იგივე დატვირთვას ატარებს ფსიქიატრიაშიც: ადამიანის ფსიქიკური სფეროდან განდევნილი ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემდეგ იქნება სიცარიელე, რომელშიც, მღვდლების გამოცდილებით, შესაძლოა კვლავ დაისადგურონ დემონებმა.

ეგზორციზმი – საინტერესო ფაქტები

ეგზორციზმის გარშემო ბევრი მითია შექმნილი, რომლის რეალობისგან გამიჯვნა ხანდახან შეუძლებელია. ავი სულის განდევნის პირველი შემთხვევა აღწერილი იყო შუმერულ ტექსტებში ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2000 წლით ადრე. ეს სხვადასხვა შელოცვით ხდებოდა, მაგრამ ყოველთვის მშვიდობიანად არ მთავრდებოდა.

ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი რიტუალს აღწერს, როგორც შეპყობილის მიერ შხამიანი სასმლის მიღებას. რუმინეთში ეგზორციზმის სეანსმა, რომელსაც თან ახლდა ჯვარზე გაკვრა, ხანგრძლივი შიმშილობა და გაუწყლოება, ახალგაზრდა მონაზონი ქალის სიკვდილი გამოიწვია.

ეგზორციზმის რიტუალის რეგლამენტირება ვატიკანის მიერ 1614 წელს მოხდა. ის წინასწარ მომზადებული მღვდლის მიერ ტარდება, ლათინურ ენაზე ლოცვების წაკითხვით.

ეგზორციზმის რიტუალი გამოვლილი აქვთ ცნობილ ადამიანებს

სალვადორ დალი შიზოფრენიით იტანჯებოდა და 1947 წელს ბოროტი ძალების განდევნის სეანსი ჩაუტარდა. ამ შემთხვევაში, დადებითი ეფექტის მოლოდინი, ცხადია, არც უნდა ყოფილიყო.

დედა ტერეზა 87 წლის ასაკში საავადმყოფოში მოხვდა. მას ცუდად და მოუსვენრად ეძინა, რის გამოც, ეგზორციზმის რიტუალი ჩაუტარდა.

ეგზორციზმისადმი მაღალი ინტერესი დღესდღეობით მთელ მსოფლიოში შეინიშნება. თანამედროვე ეგზორცისტების მომზადება რომის პაპის აკადემიაში მიმდინარეობს.

როდის არის საშიში ეგზორციზმი

გამოცდილი მღვდლის მიერ სწორად ჩატარებული ეგზორციზმის რიტუალი, ძირითადად, საფრთხეს არ წარმოადგენს. ის ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას ან შეპყრობილის მდგომარეობის შემსუბუქებას. როგორც წესი, გართულება მოსალოდნელია მაშინ, როდესაც:

რიტუალი უტარდება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელიც იტანჯება შიზოფრენიით, ეპილეფსიით და ა.შ. – მსგავსი დაავადებების მქონე ადამიანების რეაქცია წინასწარ უცნობია;

რიტუალს ატარებს არაპროფესიონალი;

ლოცვების გარდა, გამოყენებულია ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები, რაც დემონებს ადამიანის სხეულის დატოვებას აიძულებს: ცემა, შიმშილობა და ა.შ.

ასეთი მაგალითები არა მხოლოდ შუა საუკუნეებში, არამედ უახლოეს წარსულშიც არსებობს. მაგალითად, 2010 წელს ბრიტანეთში შეპყრობილის ნათესავების მიერ თვითნებურად ჩატარებული ეგზორციზმის რიტუალის შედეგად, მოზარდი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები