ნატოს რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ გავლენას ყველა მოკავშირის ინტერესებზე მოახდენს. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კონსულტაციებს მოითხოვს.
ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ArmyInform-თან ინტერვიუში განაცხადა.
ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარები არ იმყოფება და ალიანსი არ გეგმავს მათ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებას.
ცალკეული ქვეყნების იდეებთან დაკავშირებით, კერძოდ კი, საფრანგეთის, ბაუერმა თქვა, რომ აუცილებელია ყველა მოკავშირესთან კონსულტაციები.
”თუ ცალკეული ქვეყანა გადაწყვეტს აქ თავისი ჯარების განთავსებას, მას უნდა ესმოდეს, რომ ამას ექნება შეხება ალიანსის დანარჩენ წევრებთან. დავპირდით, რომ დავეხმარებით ერთმანეთს, თუ რომელიმე ჩვენგანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასე რომ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ნატოს ქვეყნებმა ერთმანეთთან კონსულატაციები გამართეს”,- თქვა მან.