“უკრაინაში დამატებითი მობილიზაციაა საჭირო” – რობ ბაუერი

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი ფიქრობს, რომ უკრაინაში დამატებითი მობილიზაციაა საჭირო.

ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

ბაუერის თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ იარაღი, არამედ – ადამიანური რესურსიც.

„თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ ხელყუმბარები, გჭირდებათ ადამიანები დაღუპულებისა და დაჭრილების ჩასანაცვლებლად. ეს კი მობილიზაციას ნიშნავს“, – განაცხადა ბაუერმა.

ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები