ქობულეთში ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა – დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული

ქობულეთში კორპუსის ფასადის სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის, “ევექსის” ჰოსპიტალში გადაიყვანა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს და ამ დროისთვის კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილას პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

კლინიკაში იმყოფება სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელიც, თუმცა კითხვაზე, იყო თუ არა მშენებლობის დროს მუშის უსაფრთხოება დაცული, ამ ეტაპზე, კომპანიაში კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები