„ევროკავშირმა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააანალიზა“ – ოლაფ შოლცი

ბერლინში, კონფერენციაზე სახელწოდებით – „ევროპა 2024“ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა.

შოლცის თქმით, თავად ევროკავშირმაც გააანალიზა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

„ჩვენი გაერთიანება [ევროკავშირი] ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. თავად ევროკავშირმაც გააანალიზა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები