ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, კონტინენტზე მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება

Ursula von der Leyen, president of the European Commission, speaks to reporters on the opening day of the World Economic Forum (WEF) in Davos, Switzerland, on Tuesday, Jan. 17, 2023. The annual Davos gathering of political leaders, top executives and celebrities runs from January 16 to 20. Photographer: Stefan Wermuth/Bloomberg via Getty Images

თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ, მაშინ ჩვენ კონტინენტზე იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, DG NEAR-ის მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

„თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ, მაშინ ჩვენ კონტინენტზე იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენ ისტორია მოგვიწოდებს.

მე ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში.

თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები