კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები