ვიეტნამში დენგეს ცხელების ზრდაა
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წლის დასაწყისიდან დენგეს ცხელების 513 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია.
ამის შესახებ Vietnam News-ი ჰანოის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო დროს კვირაში ცხელების 17-დან 24-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.
„საგანგაშო სტატისტიკის“ საპასუხოდ, ჰანოის ჯანდაცვის დეპარტამენტმა 2024 წლის გეგმა შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.