აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ამ კვირაში განაახლოს. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი იუწყება.
„ზოგიერთი ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ თუ დიპლომატიური ჩიხი გაგრძელდება, პრეზიდენტმა ტრამპმა მიმდინარე კვირის ბოლოს შესაძლოა ომის განახლების ბრძანება გასცეს“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს კონფლიქტის ორივე მხარემ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
მხარეებს შორის გამართულმა შემდგომმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. ვაშინგტონმა ირანის პორტების ბლოკადა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ მას მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოხსნიდა. საპასუხოდ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და შემდგომ კონტაქტზე უარი თქვა.