თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია.
ადგილობრივი გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, სანაპირო დაცვამ ორი ადამიანი გადაარჩინა, ხოლო კიდევ ორმა ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ამ ეტაპზე უცნობია, სულ რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავში.