“ვისი დაშინება სცადეს? რუსების? უფრო მეტი ერთობით ვუპასუხებთ” – პუტინი

“კიევის რეჟიმი ვერ შეძლებს რუსი ხალხის შეშინებას სასაზღვრო რეგიონებში დივერსიული თავდასხმებით, რუსები უფრო დიდი მონდომებით უპასუხებენ”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, კიევის რეჟიმმა რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არაერთი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმა განახორციელა და ამ ქმედებების მიზანი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, რუსეთის ხალხი ამაზე კიდევ უფრო მეტი ერთობით უპასუხებენ. ვისი დაშინება სცადეს? რუსების? რუსეთის მრავალეროვნული ხალხის? ასეთი რამ არ მომხდარა და დარწმუნებული ვარ, არც არასდროს მოხდება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები