ოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდეა გაზრდილი, 55 პირი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დღის პირველ ნახევარში ოდესაზე იერიში „ისკანდერ-მ“-ით მიიტანეს.
სამხედროების ინფორმაციით, დაინგრა დასასვენებელი ობიექტის სამსართულიანი შენობა, დაზიანებულია, სულ მცირე, 10 კერძო სახლი, სადგური, გაზსადენი, სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანები.