ევროკავშირსა და ნატოში მიიჩნევენ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იქნება
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იქნება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„თავისუფალი არჩევნებისთვის საჭიროა პლურალიზმი, კანდიდატები, ღია დისკუსია და თავისუფალი და დამოუკიდებელ პრესა, რაც არ არის რუსეთში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, „ძალიან რთულად“ მიიჩნია ამ არჩევნების განხილვა როგორც სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კენჭისყრის ჩატარებას ევროკავშირი და ნატოც „არალეგალურად“ მიიჩნევენ.
„უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტერიტორიებზე ამ არჩევნების შედეგები ევროკავშირის მიერ არ იქნება აღიარებული“, განაცხადა პრესსპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ აღიაროს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომელსაც მათ „ფარსი“ უწოდეს.