“ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა შენელდა, ოკუპანტები ძალებს აღადგენენ” – ბრიტანული დაზვერვა

დონეცკის რეგიონში ფრონტის ხაზზე ოკუპანტების წინსვლა შენელებულია.

ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკურ მასალაშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, ოკუპანტები აგრძელებენ წინსვლას ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე, აგრძელებენ ოპერაციებს ავდიივკასა და მარინკას დასავლეთით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ ტერიტორიებზე რუსული თავდასხმების 60% მოდის.

თუმცა, როგორც დაზვერვაში აღნიშნავენ, რუსული თავდასხმების შესახებ ყოველკვირეული შეტყობინებების საშუალო რაოდენობა 60%-ით შემცირდა.

რუსეთმა ავდიივკა და ქალაქის დასავლეთით რამდენიმე სოფელი თებერვალში დაიპყრო, თუმცა, მას შემდეგ ოკუპანტების წინსვლა შენელდა.

„ძალიან სავარაუდოა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინული ძალებისთვის საერთო ვითარება რთული იქნება, რადგან რუსეთი აგრძელებს ძალების აღდგენას და თავდასხმებს პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები