“ევროპამ უკრაინაზე მეტი უნდა დახარჯოს, მათ მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე ჩვენ” – ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის დაფინანსებაზე ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს, რამდენიც შეერთებულმა შტატებმა, რადგან არსებული ვითარება აშშ-ის მიმართ უსამართლოა.
Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს, ხელახლა გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აპირებს თუ არა უკრაინის დაფინანსების შემცირებას.
„ევროპა იხდის იმაზე ნაკლებს, ვიდრე ჩვენ. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ იგივე. ისინი გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე არიან, ვიდრე ჩვენ. ევროპა უკრაინაზე, დაახლოებით, 100 მილიარდი დოლარით ნაკლებს ხარჯავს. ეს უსამართლობაა ამერიკის მიმართ. ეს უსამართლობაა ამერიკელი გადასახადის გადამხდელის მიმართ”,- თქვა ტრამპმა.