ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდა.

როგორც Anadolu წერს, უკრაინის ლიდერის და მისი დელეგაციის თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში უკვე დაეშვა.

აეროპორტში მათ თურქი ოფიციალური პირები დახვდნენ.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხი განიხილება. გარდა ამისა, დაგეგმილია მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების გაგრძელებისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ძიებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებიც იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები