“კაცი უნდა იყოს კაცი, 8 მარტს ქალები დააფეხმძიმეთ” – რუსი დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, საოჯახო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მილონოვმა განაცხადა, რომ რუსი ქალებისთვის 8 მარტს საუკეთესო საჩუქარი ყვავილები კი არა, ფეხმძიმობა იქნება.

ამის შესახებ მან რადიოსადგურ “მოსკოვი ლაპარაკობს” ინტერვიუში თქვა.

“ვფიქრობ, რომ ქალისთვის საუკეთესო საჩუქარი  ახალი ორსულობაა. ბავშვი ნამდვილი სიხარულია. ალკოჰოლისგან მხოლოდ თავის ტკივილი რჩება, ცარიელი ჭურჭელი, სიცარიელის განცდა. მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი, თუ ეს შესაძლებელია. თუ არა, მაშინ გამოიყენება ყვავილები და ასე შემდეგ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე მოუწოდა მამაკაცებს, “ნუ ათრობენ საკუთარ ქალებს”, რომ “ბავშვის ჩასახვა მთვრალ მდგომარეობაში არ მოხდეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები