კაია კალასი: ესტონელი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, ესტონეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჯარისკაცებს არ გაგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.

გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, ევროკავშირის სხვა ლიდერებმა – აღნიშნული ვარიანტი უარყვეს.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ. მე შემიძლია დაგარწმუნოთ ამაში, როგორც ამას სხვა ქვეყნის ლიდერებიც ადასტურებენ“, – განუცხადა კალასმა პარლამენტის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები