რუსეთმა გარი კასპაროვი ტერორისტთა სიაში შეიყვანა
რუსეთმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი და რუსეთის მთავრობის ოპოზიციაში მყოფი, გარი კასპაროვი ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა.
მანამდე, მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ კასპაროვი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის შეუსრულებლობისთვის 30 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმა. ერთი თვით ადრე ამავე მიზეზით ის 40 ათასი რუბლით დაჯარიმდა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელს გარი კასპაროვი უცხოურ აგენტთა რეესტრში შეიყვანა.