Bloomberg: ორბანი ტრამპთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავს

უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხის განხილვა სურს.

ორბანი ორ დღეში ფლორიდაში ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, – წერს Bloomberg-ი.

მისივე თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ კავშირებზე გამახვილდება.

სიიარტოს თქმით, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გარდაუვალია, რადგან „კიევი ვერ დაამარცხებს რუსეთს“ და „რუსეთს მთელ დასავლეთს ვერ დაამარცხებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები