Infobae: არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ივნისში უკრაინაში ჩავა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ივნისში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ გამოცემა Infobae წერს.

აღნიშნულია, რომ მილეი ლათინური ამერიკის ქვეყნის პირველი ლიდერი გახდება, რომელიც უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დროს ეწვევა.

„მილეი გეგმავს, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა იმ დროს დაუდასტუროს, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არიან შეჭრილი, ხოლო ევროპასა და შეერთებულ შტატებში საზოგადოება გარკვეულ დაღლილობას ავლენს ამ უკანონო ომის გამო, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის დაწყებული”,- წერს გამოცემა.

Infobae-ის ინფორმაციითვე, ამ მოგზაურობის დროს არგენტინის პირველი პირი, ასევე, საფრანგეთს და გერმანიას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები