შრი-ლანკაში, აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

შრი-ლანკაში, აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი დააკავეს, რომლებიც, დაახლოებით 110 კგ კანაფის გადატანას ცდილობდნენ,- ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება ბარგის შემოწმებისას ამოიღეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბერები ტაილანდიდან ბრუნდებოდნენ. მათ ჩემოდნებში კანაფი სპეციალურად მოწყობილ სამალავებში იყო განთავსებული.

ჯამში ამოღებული ნივთიერების ოდენობა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემთხვევად ითვლება.

სამართალდამცველები ადგენენ, ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს ინფორმაცია გადატანილი ტვირთის შინაარსის შესახებ და არსებობდა თუ არა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ამ სქემას ხელმძღვანელობდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები