გიორგი გაბუნია: ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია
“ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია და ვფიქრობ, რომ საზოგადოების თვალში ყველა რესურსი ამოწურეს”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ან დაშლა, საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა.
„ოპოზიციას დღეს გულში ორი გრძნობა აქვს: ერთი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი და მეორე – სააკაშვილის დიქტატურული ხასიათის კომპლექსი. ეს არის თავისი იდეით, ამოცანებითა და მიზნებით ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰყავს ერთი პოლიტიკური ლიდერი – სააკაშვილი. ახლა ესენი იჩხუბებენ თუ შერიგდებიან, ეს საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.