აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებს ვიქტორ სანეევის და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდია გადაეცა
ვიქტორ სანეევის და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდია აფხაზეთიდან დევნილ 19 სპორტსმენს გადაეცა.
აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევის და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დააჯილდოვა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შედეგებით გამოიჩინეს თავი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში.
დაჯილდოების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.