რატი იონათამიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ამორალური, სინამდვილეში ერთმანეთის მიმართ ზიზღით არის გამსჭვალული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ამორალურია.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ამორალური, სინამდვილეში ერთმანეთის მიმართ ზიზღით არის გამსჭვალული. რა თქმა უნდა, ეს ზიზღი და ურთიერთდაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება მათში. მათ უნდოდათ ჩვენი ქვეყნის რადიკალიზაცია და საკუთარ რიგებში მიიღეს ეს. ამიტომ, ამ კანონზომიერებას ვუყურებთ. მათ დაიმსახურეს, ამ მდგომარეობაში ყოფნა“, – აცხადებს იონათამიშვილი.