გერმანიის თავდაცვის მინისტრი: მაკრონის განცხადებები არ უწყობს ხელს უკრაინის პრობლემების მოგვარებას

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწოდება უკრაინის მოკავშირეების მიმართ „არ იყვნენ მშიშრები“ არ უწყობს ხელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებას.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, დისკუსიები უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ ან „ჩვენ მეტი სითამამე გვაქვს თუ ნაკლები სიმამაცე“ არ არის საჭირო.

„ეს არის ის, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ პრობლემების გადაჭრას, რაც ჩვენ გვაქვს, როცა საქმე უკრაინის დახმარებას ეხება“, – დასძინა პისტორიუსმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ დროა ნაბიჯი გადაიდგას და „არ ვიყოთ მშიშრები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები