ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.
ბლინკენის თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ანკლავში არსებული მდგომარეობა მიუღებელი და არამდგრადია.
„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ“, – თქვა ბლინკენმა და გაიმეორა ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდება, რომელიც ისრაელის მიერ ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნას გულისხმობს, რათა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
მავე დასძინა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს.