OVD-Info: მოსკოვში ნავალნის დაკრძალვაზე მისულ მოქალაქეებს აკავებენ

რუსეთის ციხეში გარდაცვლილი, 47 წლის ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე 1-ელ მარტს მისულ ადამიანებს აკავებენ.

ამის შესახებ OVD-Info წერს.

მოსკოვში უკვე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

კერძოდ, 4 მარტის ღამე მოსკოვის მკვიდრმა ქალმა პოლიციის განყოფილებაში გაატარა. 1-ელი მარტის ვიდეოში ის სკანდირებდა – “დიდება გმირებს”. ქალი “დაუშვებელი სიმბოლიკის დემონსტრირებისთვის” ადმინისტრაციული წესით, 1500 რუბლის ოდენობით დააჯარიმეს და გამოუშვეს.

დღეს დილით კიდევ ორი ​​პირი დააკავეს. მათგან ერთი, ეგორ კომლევი სახლიდან გასვლისას დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, გადაუღეს ფოტო და პასპორტი წაართვეს. მას უთხრეს, რომ სათვალთვალო კამერებიდან ამოიცნეს – მამაკაცმა 16 და 17 თებერვალს ნავალნის მემორიალი ყვავილებით შეამკო, ასევე, 1-ელ მარტს მის დაკრძალვასაც დაესწრო.

მოსკოვის მკვიდრი – ელენა გრიბკოვა, რომელიც ასევე დაესწრო ნავალნის დაკრძალვას, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის წარმომადგენლებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები