ირაკლი კირცხალია: მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, რომ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით განვითარებულ საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტში ფრაქციამ „საქართველოსთვის“, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოიწვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებამ არაერთი განმარტება მოისმინა.

„მიმდინარეობს მაქსიმალურად როგორც საზოგადოების ინფორმირება, ასევე ამ ბავშვების მშობლების. ზოგადად, ძალიან სენსიტიური თემაა და მივესალმებით ამ ინტერპელაციას. ბატონ მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, რომ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი. მშობლებმაც და საზოგადოებამაც რეალურად ნახონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, 29 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები