ირაკლი კირცხალია – ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ

როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს.

„მოვიდა თვის ბოლო და თუ არ ვცდები, 3 მაისამდე აქვს კომისიას სამუშაოს დასრულების ვადა. როგორც მაქვს ინფორმაცია, წინასწარ შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, დასკვნის მომზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა. როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს“,- აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები