თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი კერძო დეტექტივია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედი კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურს აწვდიდა.
ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ანკარას ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.