ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი კურახოვო დაბომბეს, არიან დაშავებულები, მათ შორის – ბავშვები
რუსმა ოკუპანტებმა 3 მარტს დონეცკის რეგიონის ქალაქი კურახოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა ტელეგრამში დაწერა.
უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ 16 დაშავებულს შორის ორი ბავშვია. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
“რაშისტების” დარტყმის შედეგად ქალაქში, სულ მცირე, 15 მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა.
ფილაშკინის თქმით, „წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა მართვადი ბომბი გამოიყენეს“.