რატი ბრეგაძე ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ორი პუნქტის – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა (მე-6 პუნქტი) და სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოყენების (მე-11 პუნქტი) შესრულებაში.

როგორც რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები